ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება ძველნაბეჭდი ქართული გამოცემების უნიკალური ეგზემპლარები. ისინი XVIII საუკუნიდან იბეჭდებოდა ჯერ  ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში, შემდეგ 1749-1800 წლბში ერეკლე II-ის სტამბაში. ამასთან, ქართული წიგნები იბეჭდებოდა მოსკოვშიც: ბაქარის, არჩილ II-ის სტამბაში. ჩვენამდე ასევე მოღწეულია რომში დაბეჭდილი ქართული წიგნები, რომელიც ასევე დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში. 

ამ წიგნადი საგანძურიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება 25 დასახელების 56 გამოცემა. მათგან 41 გამოცემა თბილისშია დაბეჭდილი, 13 მოსკოვში და 2 რომში. გამოცემები ძირითადად დაბეჭდილია ნუსხურად, თუმცა გვაქვს მხედრულით შუსრულებული სხვადასხვა ეგზემპლარი. მეტად საინტერესოა წიგნის ფურცლებზე დატანებული გრავიურები და ჭვირნიშნები, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევს ფურცლების წარმომავლობის შესახებ. თსუ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს აქვთ ჰოლანდიური, ფრანგული, იტალიური, გემანული, ბრიტანული და რუსული ჭვირნიშნები.

თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 1709 წლის „დავითნს“, 1709 წლის „სამოციქულოს“ და 1791 წლის წლის „სამოციქულოს“.

არა ერთი ეგზემპლარის თავფურცელი გაფორმებულია სხვადასხვა გრავიურით, მახარობელთა გამოსახულებებით, ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებებით, ასევე ხშირადაა დატანილი ბაგრატიონთა გერბი და ვახტანგის პორტრეტი.

საიტზე წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ერთეულები, მათზე დატანებული სხვადასხვა გამოსახულებებითა და მოკლე აღწერილობით, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას ეგზემპლარის შესახებ.  

დავითნი ტფილისი
დავითნი ტფილისი

გერმანე - ტფილისი - 1711
ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ „დავითნს“ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა (ბრძანება #02/47 28.06.2019) საქართველოში ნაბეჭდ წიგნს პირველად მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.

სამოციქულო ტფილისი
სამოციქულო ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი 
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
გრავიურაზე გამოსახულია იოკობ მოციქული

სახარება ტფილისი
სახარება ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნის ყდა არის (31x21) ხის, ყავისფერი ტვიფრული ტყავით შესრულებული, წინა ყდის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ჯვარცმა და ოთხი მოციქულის გამოსახულება. ორივე ყდაზე შეინიშნება ოქროსფრად დაფერვის ვალი. უკანა ყდაზე, ცენტრში გამოსახულია რუსეთის იმპერიის გერბი, თუმცა ცენტრალურ ნაწილში წმინდა გიორგის გამოსახულება შეცვლილია ანდრეა პირველწოდებულის ჯვარცმის გამოსახულებით. ორივე ყდის გვერდითა ფრთაზე ლითონის და ტყავის კომბინაციით შედგენილი ორი  შესაკრავი. ლითონის ჭვირული და გრავირებული ჩამკეტი.  ფურცლების კიდეები მოოქროვილია, კუთხეები - გრავირებულია ორნამენტრებით.

ფსალმუნი მოსკოვი
ფსალმუნი მოსკოვი

შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ–ბატონყმური ეპოქის არქივში.

კონდაკი ტფილისი
კონდაკი ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წინა ყდაზე გამოსახულია იესო და სულიწმინდა მტრედის სახით, გრავიურა და ფურცლის კიდეები ოქროსფრადაა დაფერილი
ჯვარცმის გამოსახულება

ლოცვანი ტფილისი
ლოცვანი ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა 
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი მინაწერებით:
„ეფუცა უფალი დავითსჭეშმარიტებათა და არა შეურაცხ ჰყოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდრითა შენითა“
„წყალობითა ღმრთისათა იესეან დავითიან სოლომონინან მეფე ქაიხოსრო ყოვლის საქართველოსა“

ჟამნი (ლოცვანი) ტფილისი
ჟამნი (ლოცვანი) ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურაზე გამოსახულია ვახტანგ VI

ჟამნი ტფილისი
ჟამნი ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურაზე გამოსახულია წმინდა სამება წარწერით: „სამება წ-ჲ მპყრობელი ყოველთა“.

გერმანე-ტფილისი
გერმანე-ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია მხედრული დამწერლობით
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

დავითნი-ტფილისი
დავითნი-ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია მხედრული დამწერლობით
დავით წინასწარმეტყველის გრავიურის ზემოთ - დაბეჭდილია ბერძნული ლექსი.

ვეფხისტყაოსანი-ტფილისი
ვეფხისტყაოსანი-ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია მხედრული დამწერლობით, წითელი და შავი საღებავებით.

კურთხევანი-ტფილისი
კურთხევანი-ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
მდიდრულად ორნამენტირებულია და ოქროსფრად დაფერილია ორნამენტები და ფურცლის კიდეები.
გრავიურაზე -  წმინდა სამება და ამაღლების გამოსახულება.

ლოცვანი
ლოცვანი

ლოცვანი - ტფილისი 
ვახტანგ VI-ის სტამბა
ეგზემპლარს აქვს ვახტანგ VI-ისა და ნიკოლოზ ორბელიანის წინასიტყვაობა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურაზე იესო ქრისტეს გამოსახულება

კურთხევა ეკლესიისაჲ
კურთხევა ეკლესიისაჲ

კურთხევა ეკლესიისაჲ - ტფილისი - 1719-20
ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი საღებავებით
წიგნს თან ერთვის მრავალი ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული მინაწერი
გრავიურაზე გამოსახულია სამების ხატი

ჟამნი
ჟამნი

ჟამნი - ტფილისი - 1717
ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურებზე გამოსახულია ქრისტეს ამაღლება  

პარაკლიტონი
პარაკლიტონი

პარაკლიტონი - ტფილისი - 1720
ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წინა ყდაზე გამოსახულია ხარების სცენა, რომელიც ორქროსფრად უნდა ყოფილიყო დაფერილი.
გრავიურაზე გამოსახულია სამება 

ქმნულების ცოდნის წიგნი (აიათი)
ქმნულების ცოდნის წიგნი (აიათი)

ქმნულების ცოდნის წიგნი (აიათი) - ტფილისი 
ვახტანგ VI-ის სტამბა
ეგზემპლარს აქვს ვახტანგ VI-ის წინასიტყვაობა
შესრულებულია ნუსხური და მხედრული დამწერლობით
„სპარსულისგან ქართულად თარგმნილი მფით მეფის ვახტანგისგან“  
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

ბიბლია
ბიბლია

ბიბლია - ტფილისი 
ვახტანგ VI-ის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
ვახტანგის სტამბის ბიბლია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის პალეოგრაფიულ განყოფილებაში, ხელნაწერი ბიბლიის ტექსტთან ერთად.

სახარება
სახარება

სახარება - მოსკოვი

ბაქარის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი საღებავებით.
გრავიურაზე გამოსახულია მათე მახარობელი. გრავიურა სავარაუდოდ მოგვიანებით არის გაფერადებული

საქრისტიანო მოძღვრება
საქრისტიანო მოძღვრება

საქრისტიანო მოძღვრება - რომი
შესრულებულია მხედრული დამწერლობით
ტექსტი გადმოთარგმნილია იტალიურიდან ქართულ ენაზე - ტლუკაანთ დავითის მიერ. წიგნს აქვს იტალიურ ენოვანი თავფურცელი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნს აკლია.

 

Category

Number of published images in category: 51
Number of unpublished images in category: 0
Category Viewed: 1639 x

Most viewed images in category

ფსალმუნი მოსკოვი
ფსალმუნი მოსკოვი

შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ–ბატონყმური ეპოქის არქივში.

ფსალმუნი მოსკოვი
136 x
სამოციქულო ტფილისი
სამოციქულო ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი 
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
გრავიურაზე გამოსახულია იოკობ მოციქული

სამოციქულო ტფილისი
130 x
სახარება ტფილისი
სახარება ტფილისი

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნის ყდა არის (31x21) ხის, ყავისფერი ტვიფრული ტყავით შესრულებული, წინა ყდის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ჯვარცმა და ოთხი მოციქულის გამოსახულება. ორივე ყდაზე შეინიშნება ოქროსფრად დაფერვის ვალი. უკანა ყდაზე, ცენტრში გამოსახულია რუსეთის იმპერიის გერბი, თუმცა ცენტრალურ ნაწილში წმინდა გიორგის გამოსახულება შეცვლილია ანდრეა პირველწოდებულის ჯვარცმის გამოსახულებით. ორივე ყდის გვერდითა ფრთაზე ლითონის და ტყავის კომბინაციით შედგენილი ორი  შესაკრავი. ლითონის ჭვირული და გრავირებული ჩამკეტი.  ფურცლების კიდეები მოოქროვილია, კუთხეები - გრავირებულია ორნამენტრებით.

სახარება ტფილისი
128 x
Powered by Phoca Gallery