ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება ძველნაბეჭდი ქართული გამოცემების უნიკალური ეგზემპლარები. ისინი XVIII საუკუნიდან იბეჭდებოდა ჯერ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში, შემდეგ 1749-1800 წლბში ერეკლე II-ის სტამბაში. ამასთან, ქართული წიგნები იბეჭდებოდა მოსკოვშიც: ბაქარის, არჩილ II-ის სტამბაში. ჩვენამდე ასევე მოღწეულია რომში დაბეჭდილი ქართული წიგნები, რომელიც ასევე დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში.
ამ წიგნადი საგანძურიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება 25 დასახელების 56 გამოცემა. მათგან 41 გამოცემა თბილისშია დაბეჭდილი, 13 მოსკოვში და 2 რომში. გამოცემები ძირითადად დაბეჭდილია ნუსხურად, თუმცა გვაქვს მხედრულით შუსრულებული სხვადასხვა ეგზემპლარი. მეტად საინტერესოა წიგნის ფურცლებზე დატანებული გრავიურები და ჭვირნიშნები, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევს ფურცლების წარმომავლობის შესახებ. თსუ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს აქვთ ჰოლანდიური, ფრანგული, იტალიური, გემანული, ბრიტანული და რუსული ჭვირნიშნები.
თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 1709 წლის „დავითნს“, 1709 წლის „სამოციქულოს“ და 1791 წლის წლის „სამოციქულოს“.
არა ერთი ეგზემპლარის თავფურცელი გაფორმებულია სხვადასხვა გრავიურით, მახარობელთა გამოსახულებებით, ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებებით, ასევე ხშირადაა დატანილი ბაგრატიონთა გერბი და ვახტანგის პორტრეტი.
საიტზე წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ერთეულები, მათზე დატანებული სხვადასხვა გამოსახულებებითა და მოკლე აღწერილობით, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას ეგზემპლარის შესახებ.

მარხვანი - მოსკოვი
ბაქარის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი, რომლის ქვეშ არის მინაწერი - „ეს წმინდა მარხვანი უდაბნოს დავით გარეჯისთვის შემიწირავს წმინდანო მამანო მონასტრის კრებულნო ჩემი ნაშრომი და ჩემი სული გებრალებოდეს სიყვარულისთვის, ქრისტეფონე“.

თვენი - მოსკოვი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და წითელი მელნით.
ტფილისში 1772 წელს დაბეჭდილ „პარაკლიტონის“ წინასიტყვაობის მიხედვით „თვენი“ ანტონ I უთარგმნია რუსეთში (1756-62).
პროფ. კ. კეკელიძის აზრით „თვენის“ ეს ნაწილი დაბეჭდილია მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში გადახვეწილი ქართველების მიერ.

ლოცვანი - ტფილისი
ერეკლე მეფის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
გრავიურაზე გამოსახულია სამების გამოსახულება.

დავითნი - ტფილისი
ერეკლე მეფის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნი მდიდრულად ორნამენტირებულია და ფურცლის კიდეები ოქროსფრადაა დაფერილი.

კურთხევანი - ტფილისი
ერეკლე მეფის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

ბაქარის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
წიგნს ჩართული აქვს ფურცლები, რომლებზეც არის სხვადასხვა სახის მინაწერები.

იოანე დამასკელი - მოსკოვი
ბაქარის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი მელნით.
ორივე ყდა უხვად ორნამენტირებულია და ფურცლის კიდეები გამორმებულია გრავირებული ორნამენტებით და დაფერილია ოქროსფრად.

ანტონ I-ის ქადაგება - ტფილისი
ერეკლე მეფის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
„ქადაგება: ღვთმეტყუელება ანტონი, სრულიად საქართველოსა კათალიკოსისა. დღესასწაულსა მიგებებისასა უფლისა ჩუენისა იესო ქროსტესსა. ეკლესიასა შინა თვისსა პალატისასა.“

კონდაკი - ტფილისი
ერეკლე მეფის სტამბა
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი მელნით.
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

სამოციქულო - მოსკოვი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და წითელი მელნით.
დაბეჭდილია ათანასე ამილახვრის სტამბაში

ლოცვანი - მოსკოვი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და წითელი მელნით.
გრავიურაზე გამოსახულია ღვთისმშობლის და მაცხოვრის გამოსახულება.
დაბეჭდილია ათანასე ამილახვრის სტამბაში

ჟამნი - მოსკოვი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და წითელი მელნით.
დაბეჭდილია ათანასე ამილახვრის სტამბაში
გრავიურაზე გამოსახულია ათანასე ამილახვრის გერბი

კიტაიის სიბრძნე - ტფილისი
შესრულებულია მხედრული და ნუსხური დამწერლობით.
ბოლოში: „დამწეალობითა გოგელიძე ზაქარიასითა“

სახარება - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი მელნით.
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

ზატიკი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და წითელი მელნით.
გრავიურაზე გამოსახულია აღდგომა
Category
Number of published images in category: | 51 |
Number of unpublished images in category: | 0 |
Category Viewed: | 1642 x |
Most viewed images in category

შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ–ბატონყმური ეპოქის არქივში.

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
გრავიურაზე გამოსახულია იოკობ მოციქული

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნის ყდა არის (31x21) ხის, ყავისფერი ტვიფრული ტყავით შესრულებული, წინა ყდის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ჯვარცმა და ოთხი მოციქულის გამოსახულება. ორივე ყდაზე შეინიშნება ოქროსფრად დაფერვის ვალი. უკანა ყდაზე, ცენტრში გამოსახულია რუსეთის იმპერიის გერბი, თუმცა ცენტრალურ ნაწილში წმინდა გიორგის გამოსახულება შეცვლილია ანდრეა პირველწოდებულის ჯვარცმის გამოსახულებით. ორივე ყდის გვერდითა ფრთაზე ლითონის და ტყავის კომბინაციით შედგენილი ორი შესაკრავი. ლითონის ჭვირული და გრავირებული ჩამკეტი. ფურცლების კიდეები მოოქროვილია, კუთხეები - გრავირებულია ორნამენტრებით.