ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება ძველნაბეჭდი ქართული გამოცემების უნიკალური ეგზემპლარები. ისინი XVIII საუკუნიდან იბეჭდებოდა ჯერ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1709-1722 წლებში, შემდეგ 1749-1800 წლბში ერეკლე II-ის სტამბაში. ამასთან, ქართული წიგნები იბეჭდებოდა მოსკოვშიც: ბაქარის, არჩილ II-ის სტამბაში. ჩვენამდე ასევე მოღწეულია რომში დაბეჭდილი ქართული წიგნები, რომელიც ასევე დაცულია თსუ ბიბლიოთეკაში.
ამ წიგნადი საგანძურიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება 25 დასახელების 56 გამოცემა. მათგან 41 გამოცემა თბილისშია დაბეჭდილი, 13 მოსკოვში და 2 რომში. გამოცემები ძირითადად დაბეჭდილია ნუსხურად, თუმცა გვაქვს მხედრულით შუსრულებული სხვადასხვა ეგზემპლარი. მეტად საინტერესოა წიგნის ფურცლებზე დატანებული გრავიურები და ჭვირნიშნები, რომლებიც ინფორმაციას გვაძლევს ფურცლების წარმომავლობის შესახებ. თსუ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს აქვთ ჰოლანდიური, ფრანგული, იტალიური, გემანული, ბრიტანული და რუსული ჭვირნიშნები.
თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 1709 წლის „დავითნს“, 1709 წლის „სამოციქულოს“ და 1791 წლის წლის „სამოციქულოს“.
არა ერთი ეგზემპლარის თავფურცელი გაფორმებულია სხვადასხვა გრავიურით, მახარობელთა გამოსახულებებით, ღვთისმშობლისა და ქრისტეს გამოსახულებებით, ასევე ხშირადაა დატანილი ბაგრატიონთა გერბი და ვახტანგის პორტრეტი.
საიტზე წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ერთეულები, მათზე დატანებული სხვადასხვა გამოსახულებებითა და მოკლე აღწერილობით, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას ეგზემპლარის შესახებ.

დაუჯდომელი - ტფილისი
შესრულებულია მხედრული დამწერლობით.
გრავიურაზე გამოსახულია ხარების სცენა

ჟამნი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი მელნით
თავფურცლის მეორე გვერდზე წარწერა „სამებაო წმინდაო ადიდე მადიდებელი შენი მეფე ყოვლისა საქართუჱლოჲსა ირაკლი“
გრავიურაზე გამოსახულია წმინდა სამება

სამოციქულო - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
წიგნს 2019 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.
გრავიურაზე გამოსახულია აღდგომის სცენა

სახარება - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
მესტამბე რომანოზ ზუბაშვილი
გრავიურაზე გამოსახულია მათე მახარობელი

კონდაკი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
წიგნის პირველ გვერდზე შესრულებულია მინაწერები - მეფეების დბადებისა და გარდაცვალების წლები
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი .

მარხვანი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, წითელი და შავი მელნით
აქვს ქრისტეფორე კეჟერაშვილის ბოლოსიტყვაობა
გრავიურაზე გამოსახულია იესო ქრისტე

მცირე ლოცვანი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
გრავიურაზე გამოსახულია წმინდა სამება

კურთხევანი - ტფილისი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
გრავიურაზე გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი

გაიოზი, ღრამატიკა - მოზდოკი - 1797
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით.
წიგნის წინა ყდაზე მინაწერი - „შევწირე ესე ქართული ღრამატიკა თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფემ ალ. ჭარელიშვილმან ჩშიდ წელს“

საქრისტიანო მოძღვრება - რომი - 1797-1800
პირველი გვერდები იტალიუადაა შესრულებული, შესრულებულია მხედრული დამწერლობით
ბოლოში გამომცემლის „გრიგოლ ბაღინაანთი ახალციხელი სომეხი მღდელის, წმინდა პაპისა მოთარგმანის... სომხური და ქართული ენისა მასწავლებლის“ მიმართვა
Category
Number of published images in category: | 51 |
Number of unpublished images in category: | 0 |
Category Viewed: | 1641 x |
Most viewed images in category

შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ–ბატონყმური ეპოქის არქივში.

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
გრავიურაზე გამოსახულია იოკობ მოციქული

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნის ყდა არის (31x21) ხის, ყავისფერი ტვიფრული ტყავით შესრულებული, წინა ყდის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ჯვარცმა და ოთხი მოციქულის გამოსახულება. ორივე ყდაზე შეინიშნება ოქროსფრად დაფერვის ვალი. უკანა ყდაზე, ცენტრში გამოსახულია რუსეთის იმპერიის გერბი, თუმცა ცენტრალურ ნაწილში წმინდა გიორგის გამოსახულება შეცვლილია ანდრეა პირველწოდებულის ჯვარცმის გამოსახულებით. ორივე ყდის გვერდითა ფრთაზე ლითონის და ტყავის კომბინაციით შედგენილი ორი შესაკრავი. ლითონის ჭვირული და გრავირებული ჩამკეტი. ფურცლების კიდეები მოოქროვილია, კუთხეები - გრავირებულია ორნამენტრებით.