შარლ დილი.
ბიზანტიის იმპერიის ისტორია.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგაძემ.
გამომცემლობა „ნეკერი“. 1998.
გვერდი 2
„ეს ძველი ისტორია, ჩვენს დროში საკმაოდ ცუდად ცნობილი დაცოტა არ იყოს, დავიწყებული. საყოველთაოდ გავრცელებულიშეხედულების საპირისპიროდ, არამც და არამც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მკვდარ ისტორიად. მისი გავლენის კვალი დღესაცატყვია იდეურ მიმდინარეობებსა თუ პოლიტიკურ გეგმებს. და იმხალხებისათვის, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს იგი, თავისწიაღში კვლავაც ინახავს მომავლის დვრიტას და თესლს. სწორედამიტომ, ბიზანტიური კულტურა ორმხრივი თვალსაზრისითიმსახურებს ჩვენს ყურადღებას; ჩვენთვის თანაბრად საინტერესოაისიც, რაც იყო ეს კულტურა თავისთავად, და ისიც, რაც მას შეაქვსჩვენი დროის ისტორიაში“. – ამ სიტყვებით ამთავრებს ცნობილიფრანგი მეცნიერი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრიშარლ მიშელ დილი (1859-1944) თავის ,,ბიზანტიის იმპერიისისტორიას“ ამ პატარა წიგნში (ისევე, როგორც თავის მრავალრიცხოვან შრომებსა თუ გამოკვლევებში) დიდი ისტორიკოსი მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტ ოსტატადაც გვევლინება, ისტორიულმოვლენათა არსში ღრმად წვდომისა და თხრობის ესეისტურისტილის წყალობით, მოკლედ, მაგრამ ძალზე საინტერესოდ რომგადმოგვცემს ბიზანტიის ისტორიის საკვანძო მომენტებს.
გვერდი 3
თავი 1
იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში და აღმოსავლეთ რომის იმპერიის დასაბამი (330–518)
1. იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლში დაახალი იმპერიის თავისებურება.
– 2. ბარბაროსთა შემოსევა.
– 3.რელიგიური კრიზისი. (სქოლიო - ეს არის სატესტო სქოლიო. მოისმინეთ როგორ ჟღერს აუდიო).
– 4. „აღმოსავლეთ რომის იმპერია მე-5 საუკუნის დასასრულსა და მე-6 საუკუნის დამდეგს.1იმპერიის სატახტო ქალაქის გადატანა კონსტანტინოპოლშიდა ახალი იმპერიის თავისებურება330 წლის 11 მაისს, ბოსფორის პირას, კონსტანტინემ საზეიმოდ გამოაცხადა კონსტანტინოპოლი თავის ახალ დედაქალაქად.რა იყო იმის მიზეზი, რომ იმპერატორმა მიატოვა ძველი რომი დააღმოსავლეთში გადაიტანა მონარქიის რეზიდენცია? ჯერ ერთი,კონსტანტინეს ნაკლებად უყვარდა ცეზართა წარმართული დამეამბოხე ქალაქი და, ეგეც არ იყოს, არცთუ უსაფუძვლოდმიაჩნდა, რომ თავისი არახელსაყრელი ადგილმდებარეობის გამორომი ვეღარ აკმაყოფილებდა იმპერიის ახალ საჭიროებებს. სახელმწიფოს დუნაის მხრიდან – გოთების, აზიიდან კი სპარსელების შემოსევა ემუქრებოდა. ილირიის მამაცი და ქედუხრელი მოსახლეობა წარმატებით შეიძლებოდა გამოეყენებინათ იმპერიის დასაცავად, მაგრამ რომი მეტისმეტად შორს იყო საიმისოდ, რომ მოეხერხებინა ამნაირი დაცვის ორგანიზება. ასეა თუ ისე, იმ დღეს, როცა კონსტანტინემ დააარსა „ახალი რომი“, დასაბამი მიეცა ბიზანტიის იმპერიას.
N5
N 5
# 5
№ 5
- ტექსტი 1
- ტექსტი 2
- ტექსტი 3
/ ტექსტი 4
| ტექსტი 5
= ტექსტი 6
+ ტექსტი 7
# ტექსტი 8
* ტექსტი 9
"ტექსტი 10"
ტექსტი 11, ტექსტი 12
ტექსტი 13: ტექსტი 14
ტექსტი 15; ტექსტი 16
(ტექსტი 17)
%ტექსტ 18%
ტექსტი 19--------- ტექსტი 20
ტექსტი21
[ტექსტი21]
ტექსტი 22?
ტექსტი 23!
10 | 5 | 6 |
თემური | თსუ | 10 |
თბილისი | ორი | სამი |
Yes | No | OK |
გვერდი 5.
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, რაც იმპერიის ახალ დედაქალაქს მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიური ხასიათის უპირატესობას ანიჭებდა, კონსტანტინოპოლი ის ბუნებრივი ცენტრიგახლდათ, რომლის გარშემოც შეიძლებოდა შემოკრებილიყოაღმოსავლური სამყარო. დასაბამითვე ელინისტური კულტურისადა, უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანიზმის ნიშნით აღბეჭდილი ახალიდედაქალაქი ძირფესვიანად განსხვავდებოდა ძველისაგან და საკმაოდ ნათელი სიმბოლურობით განასახიერებდა აღმოსავლურისამყაროს ახლებურ მიზნებს და მისწრაფებებს. მეორეს მხრივ,რომის იმპერიაში დიდი ხანია ყალიბდებოდა მონარქიის ახალიკონცეფცია. მე-4 საუკუნის დამდეგს, ახლო აღმოსავლეთის ზეგავლენით გარდაქმნა უკვე დამთავრდა. კონსტანტინემ სცადა საიმპერატორო ძალაუფლება აბსოლუტურ ძალაუფლებად ექციაღვთიური სამართლის თანახმად. ეს ძალაუფლება მან სამეუფოსამოსის მთელი ბრწყინვალებით – დიადემითა და პორფირით,ეტიკეტის მთელი პომპეზურობით, სამეფო კარისა და სასახლისმთელი ფუფუნებით შემოსა. ამ ქვეყნად უფლის ნაცვლად რომმიაჩნდა თავი, ხოლო თავის გონებას უზენაესი გონიერების განსახიერებად თვლიდა, კონსტანტინე ცდილობდა ყოველმხრივ ხაზი გაესვა მბრძანებლის საკრალური ბუნებისათვის, მთელი დანარჩენი კაცობრიობისაგან განეცალკევებინა და არნახულ იზარ-ზეიმის წყალობით უჩვეულოდ აღეზევებინა იგი; მოკლედ, ზეციური მეუფების ხატად სახავდა მიწიერ მეუფებას.
ზუსტად ასევე, იმპერიის პრესტიჟისა და ძალმოსილებისგან სამტკიცებლად, კონსტანტინეს სურდა, რომ მონარქია ადმინისტრაციული, მკაცრად ჰიერარქიზირებული და ადვილად სამართავი თუ საზედამხედველო მონარქია ყოფილიყო, სადაც მთელი ძალაუფლება იმპერატორის ხელში იქნებოდა მოქცეული. და
გვერდი 5
ბოლოს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების,ეკლესიისათვის ნაირგვარი უპირატესობისა თუ პრივილეგიის მინიჭების, მწვალებლობისაგან მისი დაცვისა და ყველა ცალკეულ შემთხევევაში მისდამი მბრუნველობისა თუ მფარველობის წყალობით, კონსტანტინემ სრულიად უჩვეულო მნიშენელობა მიანიჭა საიმპერატორო ძალაუფლებას. მბრძანებელი გამუდმებით ესწრებოდა სამღვდელოების სხდომებს და ეპისკოპოსებს შორისისე იჯდა, „როგორც ერთ-ერთი მათგანი“, დოგმებისა და დისციპლინის განმამტკიცებლად და უფლის მიერ მოვლენილ მცველად მოჰქონდა თავი, პირადად ერეოდა ეკლესიის საშინაო საქმეებში, თავად აწესებდა საეკლესიო კანონებს და ერთპიროვნულადწყვეტდა სამართალს, უშუალოდ ახდენდა საეკლესიო ცხოვრებისორგანიზებას და თვითონვე მართავდა მას, თავისი ნებასურვილით იწვევდა საეკლესიო კრებებს, რომლებსაც პირადადთავმჯდომარეობდა და საკუთარი კარნახით აწესებდა რწმენისსიმბოლოებს, რისი წყალობითაც კონსტანტინე, ხოლო უფროგვიან – მისი მემკვიდრეები, მართლმადიდებლებიცა და არიოზისმწვალებლობის მიმდევრებიც, ერთი და იმავე პრინციპის თანახმად აწესრიგებდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას.
ეს გახლდათ ის, რასაც შემდეგ ცეზაროპაპიზმი ეწოდა, – იმპერატორის დესპოტური ძალაუფლების ზეგავლენა ეკლესიაზე, და ალმოსავლური სამღვდელოება, ცუდმედიდი და პატივმოყვარე, მოქნილი და მორჩილი, უდრტვინველად აღიარებდა ამ ტირანიას. (ციტატა - ბიზანტიის იმაპერატორთა ნუსხა
ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს უყრიდა აღმოსავლური მონარქიებისათვის ნიშნეულ ძალაუფლების კონცეფციას. ამიტომ,თუმცა რომის იმპერიამ მთელი ერთი საუკუნე – 476 წლამდეკიდევ იარსება; თუმცა რომაული ტრადიციები თვით აღმოსავლეთშიაც კი ინარჩუნებდნენ ქმედითობას და ცხოველმყოფელობას, – იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი მაინც კონსტანტინეს გარშემო გაერთიანდა და გარკვეულწილად თავისი განკერძოებულობის შეცნობაც შესძლო. მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, იმ
გვერდი 6
პერიის მოჩვენებითი და ფორმალური მთლიანობის მიუხედავად,მისი ორი ნახევარი არაერთხელ გაუყვია სხვადასხვა იმპერატორის ძალაუფლებას, და როცა 395 წელს გარდდაიცვალა თეოდოსიდიდი, რომელმაც თავის ორ ვაჟს – არკადიუსსა და ჰონორიუსსორად გაყოფილი იმპერია უანდერძა, – ეს გაყოფა, რაც დიდიხანია მზადდებოდა, ამიერიდან დაკანონდა და საბოლოოც გამოდგა. ასე დაედო დასაბამი აღმოსავლეთ რომის იმპერიას.
ქვეთავი 2 - ბარბაროსთა შემოსევა.
ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, 330-518 წლებში, ორმა მძიმე კრიზისმა შეარყია ეს იმპერია და საბოლოდ ჩამოაყალიბა მისი საკუთარი სახე პირველი კრიზისი ბარბაროსთა შემოსევა გახლდათ.
მე-3 საუკუნიდან მოყოლებული, დუნაისა და რაინის საზღვრებიდან რომის იმპერიაში ერთიმეორის მიყოლებით იჭრებოდნენ გერმანელი ბარბაროსები: ზოგი – პატარ-პატარა ჯგუფებად, როგორც ჯარისკაცები, ხოლო იქ მხვნელ-მთესველებად მკვიდრდებოდნენ; ზოგსაც იმპერიის მკვიდრთა უსაფრთხო ყოფა და კეთილდღეობა იზიდავდა; ამიტომაც მთელი ტომები დედაბუდიანად აიყრებოდნენ და დაჟინებით ითხოვდნენ მიწა-წყალს, რასაც უყოყმანოდ უთმობდნენ იმპერიის ხელისუფალნი, ხალხთა დიდმა გადასახლებამ, რაც საერთოდ არ წყდებოდა ესოდენ მერყევსა და არამყარ გერმანულ სამყაროში, კიდევ უფრო გაამძაფრა ბარბაროსთა მოზღვავება და, ბოლოს, უაღრესად საშიში გახადა იგი.
ბარბაროსთა მძლავრობის შედეგად მე-5 საუკუნეში დაემხო დასაელეთ რომის იმპერია და თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ბიზანტია არანაკლებ დაზარალდებოდა ამ საზარელი ძალადობისგან, ვიდრე რომი.
= = =
გვერდი 7
376 წელს ჰუნების მიერ ოტებული ვესტგოთები იმპერიას მოაწყდნენ თავშესაფრისა და მიწა-წყლის სათხოვნად, ორასიათასი გოთი დუნაის სამხრეთით, მიზიაში დასახლდა. ისინი სულმალე აჯანყდნენ. იმპერატორი ვალენტი, რომელმაც მათი დაშოშმინება სცადა, ბრძოლის ველზე დაეცა ანდრინოპოლისთან (378 წ.) ამბოხებულთა ასალაგმავად საჭირო შეიქმნა თეოდოსის მთელი სიმარჯვე და გერგილიანობა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ (395 წ.) საფრთხემ ხელახლა იჩინა თავი. ვესტგოთების მეფეალარისი მაკედონიისაკენ დაიძრა: დაარბია თესალია, ცენტრალური საბერძნეთი და პელოპონესში შეიჭრა. იმის გამო, რომბიზანტიელთა ლაშქარი დასავლეთში იმყოფებოდა, უნიათოარკადიუსმა (395-408 წ.) ვერ შესძლო ალარიხის შეჩერება. როდესაც იმპერიის საშველად დასავლეთიდან გამო ხმობილისტილიხონი არკადიაში, ფოლოასთან, გარს შემოერტყა გოთებს (396 წ.), იმპერატორი მათ მხედართმთავარს შეუთანხმდა და უმჯობესად მიიჩნია გაქცევის საშუალება მიეცა მტრისთვის. აქედან მოყოლებული, რამდენიმე წლის მანძილზე, ვესტგოთები ყოვლისშემძლეებად ითელებოდნენ აღმოსაელეთ იმპერიაში, როცა მოეპრიანებოდათ, მაშინ ამხობდნენ არკადიუსის მინისტრებს, თავიანთ ნებას თავს ახეევდნენ იმპერატორს, განუკითხავად პარპაშებდნენ დედაქალაქში და თავიანთი ამბოხებებით ამტუტებდნენ იმპერიას. მაგრამ ალარიხის პატივმოყრეობა სულ უფრო დაუოკებელი ხდებოდა და დასავლეთის დასალაშქრავად აქეზებდა მას. 402 წელს ვესტგოთების მეფე იტალიაში შეიჭრა, სადაცკვლაე გამოჩნდა 410 წელს და რომი აიღო. მხოლოდ მას შემდეგ,რაც ევესტგოთები საბოლოოდ დამკვიდრდნენ გალიასა დაესპანეთში, საფრთხე, წალეკვას რომ უქადდა აღმოსავლეთ იმპერიას, თავიდან აცილებულ იქნა.ოცდაათი წლის შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ ჰუნები. ატილამ, დონიდან პანონიამდე გადაჭიმული ვრცელი იმპერიის დამაარსებელმა, 441 წელს დუნაი გადმოლახა, ვიმინაციუმი, სინგიდუნუმი,
გვერდი 8
სირმიუმი, ნისუსი აიღო და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. დაუძლურებული იმპერია იძულებული შეიქნა ხარკი ეძლია მისთვის. მიუხედავად ამისა, 447 წელს პუნები კვლავ გამოჩნდნენ დუნაისს სამხრეთით. ხელახლა დაიწყო მოლაპარაკება. თუმცა საფრთხე კვლავინდებურად დიდი იყო; კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ იმპერიას აღსასრულის დღემ უწია.
მაგრამ 450 წელს იმპერატორმა მარკიანემ დიდი შეუპოვრობაგამოიჩინა და ხარკის მიცემაზე უარი თქვა. ბედმა ამჯერადაცაღმოსავლეთ იმპერიას გაუღიმა. ატილამ დასავლეთისაკენ მიმართა თავისი იარაღი, იქიდან კი დამარცხებული და დასუსტებული დაბრუნდა. ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია და მისმიერ დაარსებული იმპერიაც დაიშალა (453 წ.).
მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში ოსტგოთებმაც გაილაშქრესიმპერიის წინააღმდეგ, რომელიც იძულებული შეიქნა თავისსამსახურში მიეღო მომხდურნი, ადგილ-მამული ებოძებინამათთეის (462 წ.) და წყალობით აევსო მათი სარდლები. აი, რატომაა, რომ 474 წელს ისინი უკვე იმპერიის საშინაო საქმეებში ერეეიან. ასე მაგალითად, იმპერატორ ლეონის (457-474 წ.) სიკვდილისშემდეგ ზენონმა თეოდორიხის შემწეობით სძლია მეტოქე,რომელიც ტახტს ეცილებოდა. მას მერე ბარბაროსები უფრო მომთხონნი გახდნენ, ვიდრე ოდესმე. იმპერიის მცდელობას, შუღლი ჩამოეგდო მათ ბელადებს შორის (479 წ.) არავითარი შედეგი არმოპყოლია. თეოდორისმა მოაოხრა მაკედონია და თესალონიკეს დაემუქრა. თავგასული სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა; 484 წელს კონსულის ტიტული მიიღო და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. მაგრამ იტალიის დალაშქვრის სურვილმა ისიც დასავლეთისაკენ გაიტყუა, სადაც 476 წელს დაემხო რომის იმპერია:
შორსმჭერეტელმა ზენონმა წინადადება მისცა ხელახლა დაეპყრო იგი, ასე რომ, საფრთხე ამჯერადაც თავიდან აცილებულ იქნა.
ამრიგად, ბარბაროსები საზღვრების გასწვრივ შემოესივნენ იმპერიას და მხოლოდ გზადაგზა დაარბიეს იგი. ახალი რომი გადარჩა და, ძველი რომის დაცემის შემდეგ ერთგვარად განდიდებული, კიდევ უფრო დაუახლოვდა აღმოსავლეთს.
გვერდი 9