აბელიშვილი ლევან (1909-1974).
აბელიშვილი ლევან (1909-1974)

ელექტროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ლევან აბელიშვილმა დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს. იყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრული წევის პიონერი საქართველოში და სსრკ-ში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტურობას, წევის გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შედგენილობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას, აგრეთვე ელექტრორკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშუალო ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას, წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებას და სხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. იგი არის „ელექტრული ტრანსპოტის“ კათედრის დამაარსებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

. თსუ-ს კატალოგი

 

 

 


აგლაძე რაფიელ (1911-1989)

p>რაფიელ აგლაძე (1911-1989) - ქიმიკოსი, ელექტროქიმიკოსი, ელექტრომეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1935 წელს, მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა 1938 წელს. 1944–1945წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1945-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი, 1956-1960წწ. გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის(ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. 1949-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი. აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. თსუ-ს კატალოგი

 

 

 

 


ამირანაშვილი შალვა (1899-1975)

ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება)1922 წელს. 1923-1925წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. 1925 წლიდან იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. შ. ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა

თსუ-ს კატალოგი

 

 

 


ანდრონიკაშვილი ელეფთერ (1910-1989)

ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

თსუ-ს კატალოგი

 

 

 

 

 

 

 

 


ასათიანი ვლადიმერ (1901-1972)

ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1923 წელს დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი. 1923-1926 წლებში მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931 - 1933 წლებში ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937 - 1939 წლებში ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი. ასათიანის ძირითადი შრომებია (რუსულ ენაზე): "ბიოქიმიური ფოტომეტრია" (1957), "ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები" (1965), "ანალიზის ფერმენტული მეთოდები" (1969; პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია, 1971), "ჩვენი ორგანიზმის ქიმია" (1969, საკავშირო პრემია, 1970), "შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში" (1972) და სხვა. იგი არის მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელი საქართველოში. ასათიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერმენტების კომისიის თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

თსუ-ს კატალოგი