აირჩიეთ ანბანი

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დურმიშიძე სერგი (1910-1989)

 ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს. 1935-1960 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე. 1943-1954 წწ. იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ამავე წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში.

დურმიშიძე სერგი