სახარება ტფილისი
სახარება ტფილისი -

ვახტანგ VI-ის სტამბა, რედაქტორი: ნიკოლოზ ორბელიანი
მესტამბე: მიხეილ უნგროვლახელი
შესრულებულია ნუსხური დამწერლობით
წიგნის ყდა არის (31x21) ხის, ყავისფერი ტვიფრული ტყავით შესრულებული, წინა ყდის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ჯვარცმა და ოთხი მოციქულის გამოსახულება. ორივე ყდაზე შეინიშნება ოქროსფრად დაფერვის ვალი. უკანა ყდაზე, ცენტრში გამოსახულია რუსეთის იმპერიის გერბი, თუმცა ცენტრალურ ნაწილში წმინდა გიორგის გამოსახულება შეცვლილია ანდრეა პირველწოდებულის ჯვარცმის გამოსახულებით. ორივე ყდის გვერდითა ფრთაზე ლითონის და ტყავის კომბინაციით შედგენილი ორი  შესაკრავი. ლითონის ჭვირული და გრავირებული ჩამკეტი.  ფურცლების კიდეები მოოქროვილია, კუთხეები - გრავირებულია ორნამენტრებით.