books alphabet

აირჩიეთ ანბანი

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აბელიშვილი ლევან (1909-1974)

ელექტროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ლევან აბელიშვილმა დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს. იყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრული წევის პიონერი საქართველოში და სსრკ-ში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტურობას, წევის გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შედგენილობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას, აგრეთვე ელექტრორკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშუალო ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას, წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებას და სხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. იგი არის „ელექტრული ტრანსპოტის“ კათედრის დამაარსებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

აბელიშვილი ლევან .