დანელია სერგი  (1888-1963) 

ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიური განყიფილება 1911 წელს. 1911–1912წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხერსონის, 1912-1914წწ. ფოთის, 1914-1915წწ. მიხაილოვის(ახლანდ. ხაშური), 1915-1917წწ. ახალციხის გიმნაზიებში; ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ლათინურსა და ისტორიას; 1927 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოიღეს რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსი, რომლის წაკითხვაც მას დაევალა; 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე მიიწვიეს ფილოსოფიის დისციპლინათა მასწავლებლად; 1933-1947წწ. ხელმღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრას; 1949 წელს ბრალად დასდეს კოსმოპოლიტობა და უნივერსიტეტიდან დაითხოვეს; 1954 წელს მუშაობა დაიწყო ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უნივერსიტეტში რუსული ენის მასწავლებლად; ფილოსოფიური კვლევის ძირითადი სფერო იყო ანტიკური ფილოსოფიის წინასოკრატული ხანა; მისი ნაშრომი "ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან"(1936) გასული საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიის პირველი სისტემური კურსია ქართულ ენაზე(4 გამოცემა); ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, მ. ლერმონტოვის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოისა და სხვა რუსი მწერლების შემოქმედებას; მის შრომებში მოცემულია რუსული ლიტერატურის ზოგიერთი თვალსაჩინო ძეგლის ორიგინალური ფილოსოფიურ–სოციოლოგიური ინტერპრეტაცია; თარგმნა გ. ლაიბცინის "მონადოლოგია"(1940), არისტოტელეს "პოეტიკა"(1944), დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი"(1955).

დანელია სერგი