გაბაშვილი ნიკოლოზ

ინჟინერ-კიბერნეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, იგი არის საწარმოო პროცესებში ავტომატიზაციის ფუძემდებელი საქართველოში. 1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი. 1954 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა ავტომატიკის, ტელემექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას; 1964 წლიდან კი გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. ნიკოლოზ გაბაშვილის ძირითადი შრომები ეხება საწარმოო პროცესების, მათი აღწერისა და ავტომატიზაციის საკითხებს, ენერგეტიკული სისტემების მუშაობის რეჟიმების ალგორითმიზაციას, არაწრფივი ობიექტების ოპტიმალური მართვის თეორიას, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ღრმა ბურღვის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციას და სხვ. იგი მონაწილეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში. დაამუშავა ხრამჰესის, სოხუმჰესის და სხვა ობიექტების კომპლექსური ავტომატიზაციის საკითხები. მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1948), პროფესორი(1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გაბაშვილი ნიკოლოზ  (1903-1975).