გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მან დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტში, 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის გეოფიზიკის ინსტიტუტში, 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1937-1953 წწ. მუშაობდა საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე. 1953-1972 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს. 1972–1975წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე.
- დეტალები
- გადასვლები: 1196