გამყრელიძე პეტრე
გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან დოცენტი, 1937 წლიდან კათედრის გამგე, 1948 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.1928 წლიდან მუშაობს საქართველოს გეოლოგიურ აგეგმვაზე. 1933 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტშია. გამყრელიძის უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. 1971 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი. 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით.