გოკიელი ლევან (1901-1975)
მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1924 წელს. 1934-1970წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დაფუძნებისა და ისტორიის კათედრის გამგედ; 1935-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში; 1948-1953წწ. ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა(დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს; შეიმუშავა ეგრეთ წოდებული "ძირეული დასკვნების" თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები.