books alphabet

აირჩიეთ ანბანი

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გოგიჩაიშვილი ფილიპე (1872-1950)

 გოგიჩაიშვილი ფილიპეფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950) - ეკონომისტი, პუბლიცისტი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება 1901 წელს. 1892 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა პოლიტეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. მისი მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოს და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების საკითხებს ეხება. მისი უშუალო მონაწილეობით თარგმნილ-რედაქტირებულია კ. მარქსის "კაპიტალის" პირველი ტომი(1930); მანვე თარგმნა კ. მარქსის "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის"(1932), "ფილოსოფიის სიღატაკე"(1931), "კაპიტალის მე-2 და მე-3 ტომები(1932-34), "კომუნისტური პარტიის მანიფესტი"(1940), დ. რიკარდოს "პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები"(1937), ა. სმითის "გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ"(ტ. 1, 1938) და სხვ. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1903-1913წწ. კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელია, 1918-1920წწ. სახელმწიფო კონტროლიორი(მინისტრი) მენშევიკურ მთავრობაში. 1905-1906წწ. რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას", 1945-1950წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.