გედევანიშვილი დიმიტრი (1902-1990)
ქართველი ფიზიოლოგი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1937-1948წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1959-1973წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. შეისწავლა თავის ტვინის 55 ჰც-იანი ბიოელექტრული რიტმი, ტკივილის ქერქული წარმომადგენლობა, მუკომოტორული რეფლექსები და სხვ. ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1939), პროფესორი.