ჭანიშვილი  შალვა (1900-1986)

შალვა ჭანიშვილი (1900-1986)აგრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1959), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1923 წელს დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1923-1926 წწ. აგრონომად მუშაობდა საფრანგეთში. 1926-1942 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942-1952 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1952-1958 წლებში საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. დაჯილდოვებულია არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი.