ვახტანგ მახალდიანი (1911-1982)
ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955),დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1932 წელს. შრომითი საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. 1927 წელს სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე კურსების ინსტრუქტორად და მასწავლებლად; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას; 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები.