კალანდაძე ლეონიდე (1898-1968)

ლეონიდე კალანდაძე (1898-1968) აგრონომ-ენტომოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1921 წელს; მიუნხენის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი 1927 წელს. 1932-1968წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1945-1950წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში. საქართველოში სამედიცინო ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ხელმძღვანელობდა საქართველოში კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების შემსწავლელ ექსპედიციებს; გამოიკვლია ჭაობებისა და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა; დაამუშავა ქართული ენტომოლოგიური ტერმინოლოგია. .