ლომოური იულონ (1885-1966)
აგრონომ-მემცენარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება გეოლოგიის განხრით 1910 წელს და მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომიის სპეციალობით 1913 წელს. 1923-1929წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1920-1929წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1929-1960წწ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის პირველ ორიგინალურ სახელმძღვანელოს "მარცვლეული კულტურები".