სარაჯიშვილი პეტრე (1894-1984)
ნევროპათოლოგი, ქართული ნეიროქირურგიის სკოლის ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1917 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924–1925 წლებში სამუშაოდ მივლინებული იყო მოსკოვში(გ. როსოლიმოს კლინიკა), ხოლო 1927–1928 წელს–საფრანგეთში(გ. გილენის კლინიკა). 1937-1961 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. პეტრე სარაჯიშვილმა შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და სხვ.