ციციშვილი გიორგი  (1915-2012)

გიორგი ციციშვილი (1915-2012) ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1937 წელს. 1940–1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, 1942–1949წწ. დოცენტი, 1949 წლიდან პროფესორი; 1941–1947წწ. ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დირექტორი, 1947–1989წწ. ლაბორატორიის გამგე; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი; 1963–1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 1988 წლიდან პრეზიდიუმის მრჩეველი. არის 600–ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ქიმიური ტექნოლოგიის ოთხენოვანი ლექსიკონის რედაქტორი. 1975 წლიდან მეცნიერების აკადემიის "მოამბის" ქიმიის სერიის დამაარსებელი და პირველი რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალბადური ბმის თეორია", დაიცვა 1940 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფტორწყალბადისა და სხვა ჰალოგენწყალბადების მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედება და ფიზიკურ–ქიმიური თვისებები", დაიცვა 1947 წელს.