ტატიშვილი ირაკლი (1902-1980)

ირაკლი ტატიშვილი (1902-1980) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1937-1948წწ. განაგებდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრას; 1948-1959 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1942-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროფესორი; 1953-1958წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1959-1961წწ. - სასწავლო ნაწილში; 1948-1979წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგოანატომი. შეისწავლიდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მორფოლოგიურ საფუძვლებს, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და აქტინომიკოზის პათოლოგიის საკითხებს.