ძოწენიძე გიორგი  (1910-1976)

ძოწენიძე გიორგი  (1910-1976) გეოლოგი, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. სათავეში ჩაუდგა საველე გეოლოგიურ პარტიებს, რომლებიც იმხანად სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულ საბადოებს ეძიებდნენ. 1957-1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1958-1959წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, 1947 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათ დოქტორი; 1948 წლიდან პროფესორი. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება იყო პალეოვულკანოლოგია და დანალექ ქანთა კვლევა.