ვასილ გულისაშვილი (1903-1979)
დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1926 წელს; ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს. 1927 წლიდან ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის მეტყევეობის კათედრის ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა; 1927-1930წწ. იყო ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1931 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგედ; 1932-1944წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1945–1979წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტს; მისი მეცნიერული შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშის ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლოგიურ გეოგრაფიას, ბუნების დაცვის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეტყევე–ეკოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1935), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.