გვერდწითელი ირაკლი (1918-1991)

 

ირაკლი გვერდწითელიფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, შემდეგ სოხუმისა დ პოდოლსკის ინსტიტუტების დირექტორად, ასევე სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ი. გვერდწითელის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზიკის საკითხებს. მისი გამოკვლევები დაედო საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი - 1963 წელი). გვერდწითელმა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. მუშაობდა სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზიკური საფუძვლები.