გვახარია  გიორგი (1907-1978)

გვახარია  გიორგი (1907-1978) გეოლოგი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ძირითადად ეხება რეგიონალური მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა სამეცნიერო–საწარმოო კვლევები. 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის განყოფილების გამგე.