დარასელია მიხეილ  (1902 -1997)

დარასელია მიხეილ  (1902 -1997) აგრონომ-ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1955), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). 1928 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი. 1928-1929 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საცდელ სადგურში ნაკვეთების გეოგრაფიული ქსლის გამგედ. 1930 წლიდან ჩაის მეურნეობის საკავშირო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის განყოფილების გამგეა. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პრობლემების განყოფილების აკადემიკოს-მდივანია. დამუშავებული აქვს ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ჩამორეცხილი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენის საკითხები; შეისწავლა საქართველოს ეწერი და წითელმიწა ნიადაგები და მათი გამოყენება სუბტროპიკული კულტურებისათვის. დარასელია ნიადაგთმცოდნეთა საკავშირო საზოგადოების წევრი იყო. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951).