დოლიძე ისიდორე (1915-1982)
იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს. 1947-1948წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1949 წელს დაინიშნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1954-1957 წლებში. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პუპულარული ხასიათის შრომა და სტატია.