გიორგი შხვაცაბაია (1904-1993)
მექანიზატორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1930 წელს და მოსკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის ასპირანტურა 1935 წელს. 1941 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში; 1941 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1952 წლიდან იყო მოსავლის ასაღები მანქანების კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათა გამოცდასა და მათი გამოსაცდელი ხელსაწყოების შექმნას.