ელიაშვილი არჩილ (1904-1971)
დაამთავრა გრენობლის(საფრანგეთი) პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1927 წელს. 1956 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი(შემდგომში ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი), რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტრიფიკაცია; ა. ელიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ელექტრომომარაგების საკითხის გადაჭრაში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ავტომატური მართვის განვითარების საქმეს. მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის პირველი კვანძებისა და უბნების დაპროექტებაში; მისი თაოსნობით დაიწყო და გაიშალა საქართველოში პირველი სამუშაოები მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატური თარგმნის დარგში; მონაწილეობდა "ტექნიკური ტერმინოლოგიის" შედგენაში; მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, საქართველოში ავტომატიკის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი.