კაჭარავა ივანე (1894-1977)

ივანე კაჭარავა (1894-1977) გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომები ძირითადად შეეხება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას.