ჟიჟიაშვილი ლევან (1934-2006)

ლევან ჟიჟიაშვილი (1934-2006)მათემატიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1967 წელს - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სადოქტორო დისერტაცია. 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის პროფესორი, ხოლო 1978 წლიდან - აღნიშნული კათედრის გამგე. წლების განმავლობაში უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტს, როგორც მისი დეკანი; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრებაში.