ილია გვერდწითელი (1908-1980)
ქიმიკოსი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1934 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953–1956 წწ. იყო პრორექტორი სასწავლო დარგში; 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1951 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი; 1968 წლიდან საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ქიმიური სწავლების სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე. მისი შრომები ეხება უჯერი-აცეტილენური და დიაცეტილენური ოქსინაწარმების სინტეზისა და კატალიზური გარდაქმნის საკითხებს.