შანიძე მზექალა
მზექალა შანიძე - პროფესორ-ემერიტუსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1948 წელს. 1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: "ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი"(1990), "ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა"(1992), "ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა"(სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში", დაიცვა 1951 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები", დაიცვა 1974 წელს.