ფიზიკოსი, ფიზიკა-მეთემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1914 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1915-1916 მუშაობდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე. 1916-1918 იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1938 წლიდან-იდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. ბალაბუევის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ.
- დეტალები
- გადასვლები: 1185