ჯიბლაძე გიორგი (1913-1989)

ჯიბლაძე გიორგილიტერატურათმცოდნე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.1939-1941წწ. იყო ქუთაისის საქალაქო გაზეთის რედაქტორი; 1941 წელს დაინიშნა გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის პირველ მოადგილედ; 1946-1980წწ. იყო მაღალ პარტიულ და სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის სახელთანაა დაკავშირებული ესთეტიკისა და ჟურნალისტიკის კათედრების შექმნა. 54 წიგნისა და 500-ზე მეტი სტატიის ავტორია. მისი სამეცნიერო კვლევა-ძიების თემატიკა მოიცავდა ქართული ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკას, ესთეტიკას, პედაგოგიკას, ფილოსოფიას, რუსულ ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას, თეატრს.