ჯაფარიძე ლევან (1905-1972)

ჯაფარიძე ლევანბოტანიკოსი, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი, ბოტანიკური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1927 წელს. 1930-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1951 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1953 წლიდან პროფესორი. მისი გამოკვლევები ეხება მერქნის ანატომიის, მცენარის სქესის, მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლების, ვაზის ქლოროზის, კულტურულ მცენარეთა გამძლეობის აქტუალურ პრობლემებს.