ევგენი ხარაძე  (1907-2001) 

სსრკ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1959-1966 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე. ე.ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს.

ევგენი ხარაძე  (1907-2001)