ჩხიკვიშვილი დავით (1921-1987)
ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს.1946-1948 წწ. სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი; 1948-1954 წწ. მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში; 1954-1955 წწ. საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955-1956 წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წწ. საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; 1961-1969 წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981-1987 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა.