დაბეჭდვა
გადასვლები: 1501

შანიძე აკაკი  (1887-1987) 

შანიძე აკაკიენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე 1918-1920 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკედემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს.1918-1930 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987 წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.