ოკუჯავა  ვაჟა (1930-2011)

ვაჟა ოკუჯავა: (1930-2011)  ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1980 - 1985 წლებში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1961-2000წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე; 1973-1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი მეცნიერების დარგში; 1975-1980წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემკოს-მდივანი; 1978-1988წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1980-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1993-1997წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 2000-2006წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. არის 250 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.