ნუცუბიძე შალვა (1888-1969)
ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიური ისტორიის მეცნიერული სკოლის დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს. 1916-1918წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1925-1926წწ. იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლური რენესანსის" საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა.