მელიქიშვილი გიორგი (1918-2002)

მელიქიშვილი გიორგიისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1944 წლიდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1965-1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1999-2002წწ. ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. გ. მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში, ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. იგი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების - კულხასა და დიაუხის ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობა.