მამასახლისოვი ვაგან (1907-1972)

მამასახლისოვი ვაგანფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში ასისტენტად. 1933 წლიდან იგი ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტია. 1941-1960წწ. განაგებდა საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებას. ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 50-ზე მეტი ნაშრომის ავტორია.