თავაძე ფერდინანდ (1912-1989)
ინჟინერ-მეტალურგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1936 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ს. კიროვის სახელობის ქარხანაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე. 1937 წლიდან გადმოდის თბილისში და მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში. 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფ. თავაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ვითარდებოდა: შენადნობის თეორია, ფოლადები და შენადნობები, სამსხმელო წარმოება, მეტალურგიის ისტორია